დაღუპული 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები, ნიკოლოზ რევაზიშვილის თანამესაკნის კობა ჩიტიძის ჩვენებას არ ენდობიან და აცხადებენ, რომ სასამართლომ მხელდველობაში არ უნდა მიიღოს ირიბი მოწმის სიტყვები.
“ჩიტაძის ჩვენება არის ბლეფის გაგრძელება. იგი ირიბი მოწმეა, მაგრამ მე მას მოწმესაც ვერ დავარქმევდი, ისაა ჩვეულებრივი აგენტი”, – ამბობს ადვოკატი თენგო ბარბაქაძე.
ცნობისთვის, “რუსთავი 2”-მა გაასაჯაროვა, ნიკა რევაზიშვილის თანამესაკნის, ნიკა ჩიტაძის ჩვენება.
შეგახსენებთ, რომ შაქარაშვილის საქმეზე პროკურატურამ 11 პირის საქმე ცალკე წარმოებად გამოყო, მათ ბრალად ბრალად ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ძალადობა ედებათ. მათ, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 4-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
11 აგვისტოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებირვი დევნა 5 პირის მიმართ დაიწყო. ხუთივე მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის “ე” ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შაქარაშვილის საქმეზე ჯამში 17 პირია დაკავებული.