ქუთაისში, ქსელურ მარკეტ “ფემილიში” შეიარაღებული თავდასხმა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მაღაზიაში ნიღბიანი პირი შეიჭრა და მუქარის ფონზე თანხა წაიღო.
ამ დროისთვის საქმეში მხოლოდ 1 პირი ფიგურირებს.
როგორც მაღაზიაში მომუშავეები აცხადებენ, თავდამსხმელი დანით იყო შეიარაღებული.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

