საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს და ავსტრიის „შტურმის“ ქართველ ლეგიონერს ოთარ კიტეიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა და ის თბილისში მიმდინარე სანაკრებო შეკრებაზე ვეღარ ჩამოვა. ამის შესახებ ინფრმაციას ავსტრიული პრესა ავრცელებს.
COVID-19-ზე ტესტირებისას კიტეიშვილთან ერთად კიდევ ერთ მის თანაგუნდელს ფილიპ ჰასპეკს დაუდასტურდა კორონავირუსი.
შეგახსენებთ, 5 სექტემბერს საქართველოს ნაკრები ტალინში ესტონეთის ნაკრებს ეთამაშება.