ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო, გიორგი გახარია შესაბამის სამსახურებს ზომების გამკაცრებისკენ მოუწოდებს

კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია შესაბამის სამსახურებს უსაფრთხოების ზომების გამკაცრებისკენ მოუწოდებს.

„ქალაქის მერიას მინდა მოვუწოდო, ნორმები, რომელიც დაწესებულია საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სავაჭრო ობიექტებზე, აქაც უნდა გავამკაცროთ მიდგომები, იმიტომ, რომ სექტემბერია, ქალაქში ბრუნდებიან დამსვენებლები, იწყებენ ყოველდღიურ ცხოვრებას, შრომას და აქ ყველა უნდა მივეჩვიოთ, რომ სამწუხაროდ, რაღაც პერიოდი მსგავსი შეზღუდვებით და დისკომფორტით ცხოვრება მოგვიწევს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე.

ასევე გახარიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ დღეს 38 ინფიცირებულია, არანაირი საუბარი სასკოლო პროცესის გადადებაზე არ არის.

იტვირთბა....