“არ არსებობს წინაპირობა, რომელსაც ჩვენ მივიღებთ ნებისმიერ საკითხზე, დამთავრებულია. ვერც სააკაშვილი ვერ იქნება წინაპირობა, ვერც ვაშაძე, ვერც უგულავა და ვერც ვერავინ. წინაპირობა ვერ იქნება ვერც დავით ბაქრაძე, რომელსაც სხვათა შორის ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს სწორედ კოალიციური მთავრობის თავმჯდომარეობაზე ბოლო კვლევის მიხედვით. არა, ვერ მიიღეს პასუხი. მე არ მითქვამს, რომ ბაქრაძე იქნება პრემიერობის კანდიდატი. რეიტინგის მიხედვით ბაქრაძე უსწრებს ვაშაძესაც, მეორე ვაშაძესაც, სააკაშვილსაც, მაგრამ ჩვენ არ ვაყენებთ წინაპირობას, რათა არ შევქმნათ რაიმე უხერხულობა მოლაპარაკებებში. ჩვენ არ გვინდა ხელების გადაგრეხვა.”
გიგი უგულავა – “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი.
ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში განაცხადა.