aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ლისის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

პროკურატურამ თბილისში, ლისის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, რამაც არასრულწლოვნის გარდაცვალება გამოიწვია, პატრულ-ინსპექტორს ი.ც.-ს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას უწყება ავრცელებს.

“მეტრონომი” განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 30 აგვისტოს, დაახლოებით 23:00 საათზე, ქ. თბილისში, ბერიტაშვილის ქუჩაზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის სამმართველოს პატრულ-ინსპექტორმა ი.ც.-მ ვერ უზრუნველყო საგზაო მოძრაობის წესების დაცვა და მისი მართვის ქვეშ მყოფი საპატრულო პოლიციის ავტომანქანით, საავტომობილო გზაზე ქვეითად მოსიარულეს, 2008 წელს დაბადებულ მ.გ.-ს დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიღებული დაზიანების გამო მ.გ. საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ი.ც. 31 აგვისტოს დააკავეს. 01 სექტემბერს მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმ პირის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს უახლოეს საათებში მიმართავს.სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება” – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, პატრულის თანამშრომელი ქვეითად მოსიარულე 12 წლის ბავშვს დაეჯახა, რომელიც კლინიკაში გარდაიცვალა. 

იტვირთბა....