ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საკონდიტრო მაღაზიის მფლობელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბათუმში, საკონდიტრო მაღაზია „დონას” მფლობელს კორონავირუსი დაუდასტურდა. თანამშრომელთა ერთი ნაწილი თვითიზოლაციაშია, მეორე ნაწილი საკარანტინო სივრცეშია გადაყვანილი.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსინფორმაციით, საკონდიტრო “დონას” კონტაქტებიდან კორონავირუსი 50 ადამიანს არ დაუდასტურდა. ჯამში კი, ტესტირება 80 ადამიანს ჩაუტარდა.

საკონდიტრო მაღაზიას მუშაობა 14 სექტემბრამდე აქვს შეწყვეტილი.

ცნობისთვის, კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 6 ბათუმში დაფიქსირდა. მათგან ერთი შემთხვევის წყარო, რომელიც საკონდიტრო მაღაზია ,,დონას” უკავშირდება, უცნობია. 

იტვირთბა....