“ტელევიზიიდან გავიგე აღნიშნული ჩვენების შესახებ. მონაყოლის კომენტირება მიწევს, ასეთი შემთხვევები ყოფილა სხვა მძიმე დანაშაულების შემთხვევაშიც და რომ გითხრათ რამე ახალია ჩემთვის მოგატყუებთ. ციხიდან მისცემს ვინმე ჩვენებას თუ მთვარიდან ამას არ აქვს მნიშვნელობა. ამით არაფერი არ იცვლება. რამდენად უპირობოდ შეიძლება ჩვენების გაზიარება ამას სასამართლო გადაწყვეტს.”
მირიან ნიკოლაძე – დაღუპული ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძა
“TV პირველი”
შეგახსენებთ, რომ დღეს გასაჯაროვდა, შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული, ნიკა რევაზიშვილის თანამესაკნის ჩვენება, სადან ნიკა ჩიტაძე, რევაზიშვილის მონაყოლის მიხედვით, დეტალურად აღწერს 18 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებს.
შაქარაშვილის საქმეზე პროკურატურამ 11 პირის საქმე ცალკე წარმოებად გამოყო, მათ ბრალად ბრალად ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ძალადობა ედებათ. მათ, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 4-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
11 აგვისტოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებირვი დევნა 5 პირის მიმართ დაიწყო. ხუთივე მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის “ე” ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შაქარაშვილის საქმეზე ჯამში 17 პირია დაკავებული.