ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პოლიტოლოგი არჩილ გამზარდია ტელევიზიას უბრუნდება

არჩილ გამზარია ტელევიზიას უბრუნდება – ამის შესახებ პოლიტოლოგმა “მეტრონომთან” განაცხადა.

როგორც გამზარდია აღნიშნავს, ის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თოქ-შოუს “პოლიტიკა არჩილ გამზარდიასთან ერთად” წაიყვანს, რომელიც ყოველ ორშაბათს და ხუთშაბათს 21 საათსა და 30 წუთზე, ტელეკომპანია “კავკასიაზე” გავა. თითქმის 2 წლიანი იძულებითი შესვენების შემდეგ, პოლიტოლოგი სტუმრებთან ერთად საზოგადოებრივ და პოლიტიკურ თემებს განიხილავს.

არჩილ გამზარდიას თქმით, ის არ აპირებს შეწყვიტოს თავისი პროფესიული საქმიანობა და თუ მედიისათვის მისი ანალიტიკური პოზიციები საინტერესო იქნება, ყველა მედიასაშუალებასთან შეზღუდვის გარეშე ითანამშრომლებს.

იტვირთბა....