ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“სააკაშვილს უკრაინიდან დღე-დღეზე გამოაგდებენ!” – ირაკლი ღარიბაშვილი

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიდეო მიმართვას გამოეხმაურა, სადაც სააკაშვილი ამბბობს, რომ საქართველოში ბრუნდება.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, სააკაშვილის ბოდიშსა და მის გულწრფელობას ხალხი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

“ნამდვილად არ მინდოდა ამ ადამიანზე საუბარი, მაგრამ ვინაიდან მკითხეთ, გეტყვით ჩემს მოსაზრებას. რა თქმა უნდა, მის გულწრფელობას არამარტო მე, არამედ, ალბათ, მთელი მოსახლეობა კითხვის ნიშნიშ ქვეშ ვაყენებთ – ვითომ ამ ბოდიშის მოხდას. საერთოდ მისი ყველა სიტყვა არის სიცრუის დემონსტრირება. სააკაშვილმა თავი დაგვამახსოვრა, როგორც ერთ-ერთმა ყველაზე სამარცხვინო მთავარსარდალმა. მე ამას ვიტყვი ამ ჯარის პოზიციიდან. ის აგვისტოს ომის დროს ჩვენ ვიხილეთ მიწაზე გართხმული. ყველაზე მშიშარა, მხდალი მთავარსარდლის მაგალითი დაუტოვა თავის გუნდის წევრებს.

რაც შეეხება მის ბოდიშს, პრაქტიკულად, ის აქამდე ჯიუტად აცხადებდა, რომ მას და მის კრიმინალურ, დანაშაულებრივ გუნდს არაფერი ჩაუდენია. ჩვენ მოვისმინეთ აღიარება ამ 8 წლის თავზე, თითქოს ეს იყო შეცდომები. ეს არ იყო შეცდომები, ეს იყო უმძიმესი დანაშაულები ჩვენი მოქალაქეების, კაცობრიობის წინაშე, შეიძლება ასე განზოგადებულად ითქვას. დანაშაულებისთვის არათუ ბოდიშს, არამედ სასჯელს იხდიან დემოკრატიულ საზოგადოებასა და სახელმწიფოებში. სააკაშვილს მოუწევს სასჯელის მოხდა, ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარსდგება იგი. დანარჩენი არის ტყუილი, წინასაარჩევნო მანევრები. მე ვიცი და დაზუსტებული ინფორმაცია მაქვს, რომ უკრაინაში მისი როლი პრაქტიკულად, არის ნულის ტოლფასი. მას დღე-დღეზე გამოაგდებენ იქიდან, ისევე როგორც გააგდეს დაახლოებით, 1 თუ 2 წლის წინ. ჩვენ მაშინ მორიგ ჯერზე ვიხილეთ სირცხვილი -ჯერ ერთი, საკუთარი ნებით დათმო საქართველოს მოქალაქეობა კაცმა, რომელიც 8 წლის განმავლობაში იყო პრეზიდენტი. ვიცი, რომ მას და მისი გუნდის წევრებს პრაქტიკულად, გაუნულდათ პოზიციები. კიდევ ერთი მორიგი უშედეგო მცდელობაა, რომ შეცდომაში შეიყვანონ ჩვენი მოქალაქეები. ეს არის შეურაცხყოფა ჩვენი მოქალაქეების. რატომ?! როგორც ჩანს, იმდენად ბრიყვია ეს შეშლილი მანიაკი და ძალაუფლების დაბრუნების სურვილით შეპყრობილი, რომ მას ჰგონია, ქართველ ხალხს კვლავაც მოატყუებს. არც ერთ შემთხვევაში! დღეს, სხვა რეალობაა საქართველოში და ჩვენი მოქალაქეები, ამომრჩევლები ძალიან კარგად აფასებენ, როგორც სააკაშვილის მემკვიდრეობას, ისე მის დანატოვარს და ზოგადად, მის ცრუ დაპირებეს. მას და მის გუნდს ასევე მოუწევთთვალი გაუსწორონ ამ მწარე რეალობას.სულ ტყუილად ცდილობენ ამ 8 წლის განმავლობაში, რომ თავი იმართლონ, თითქოს არაფერი მომხდარა. ამ დროს კარგად გვესმის, რომ სწორედ სააკაშვილი იყო, რომელმაც 300 000 ქართველი, ჩვენი მოქალაქეები გაასამართლა, ათასობით ადამიანს ბიზნესი წაართვა, დაუნგრია ოჯახები, დახოცა ახალგაზრდები ქუჩაში. როგორც ყველაზე დიდი კრიმინალი ისე იქცეოდა მისი მმართველობის განმავლობაში. ასეთი სამარცხვინო მმართველები ჩვენს ქვეყანაში არათუ დაბრუნდებიან, არამედ პილიტიკაშიც ვერ გაჩერდებიან. ჩვენი პოლიტიკური გუნდის, ამომრჩევლების, ჩვენი საერთო ამოცანა უნდა გახდეს ამ დესტრუქციული, მოღალატეობრივი ძალის, “ნაციონალური მოძრაობის” და მისი ბელადის, სააკაშვილის გაყვანა მთლიანად პოლიტიკური ველიდან. ამას ჩვენ გავაკეთებთ არჩევნების შედეგად“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

იტვირთბა....