“ამ ბავშვს ჰქონდა ორი სამსახური. არ მიწყინოს ოჯახმა, მაგრამ ხალხმა უნდა იცოდეს ვფიქრობ, ის მეორე სამსახური მუშაობდა სუსზე. მთელი ხელისუფლება არის დამოკიდებული სუს-ზე. ეს სუსიც ძალიან განებივრდა და თავის თავს უფლებას აძლევს ჩაერიოს ყველგან. შეიძლებოდა ნებისმიერ ბინძურ საქმეში გამოეყენებინათ გინდა ირანი იყოს ან ყარაბახი, თუნდაც რუსეთი. ეს არ არის თვითმკვლელობა, ეს მკვლელობაა და ზუსტად ვხედავ, რომ ამ საქმეში მაღალჩინოსნები არიან ჩარეულები.”
მალხაზ მაჩალიკაშვილი – პანკისის სპეცოპერაციის დროს დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა
“TV პირველი”
ცნობისთვის, როგორც თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი განმარტავს, თამარმა “შემთხვევით გახსნა და გაშიფრა ის სქემა, თუ როგორ მარაგდებოდა ყარაბაღის ომი იარაღით”. თეონა თამაზაშვილის თქმით, მას ამის შესახებ ინფორმაცია წყარომ მიაწოდა და იგი აზერბაიჯანის და თურქეთის მთავრობებს მოუწოდებს, დაინტერესდნენ ამ საკითხით.
შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა, ის სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. მოგვიანებით 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.