ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ეს სატუსაღო მხოლოდ ემიგრანტებისთვის მოგონილი ბარიერია, რომ წინასაარჩევნოდ ქვეყანაში არ ჩამოვიდნენ” – ჟორჟოლიანი

“ქართული ოცნების პარტიის 5 თანამშრომელს დაუდასტურდა კორონა. ჯანდაცვის სამინისტრო ამბობს რომ კორონა ადამიანს შეიძლება აღმოაჩნდეს ორი კვირის მანძილზე და ამიტომ რიგით მოქალაქეებს 2 კვირით აპატიმრებს. მიუხედავად მათი, ამ განცხადებისა ქართული ოცნების პარტიის თანამშრომლები, (მათ შორის ირაკლი კობახიძე) არ არიან იზოლირებულები და ისინი მედიასთანაც კი თავისუფლად ურთიერთობენ. აღარაფერს ვამბობ იმაზე რომ პარტიის თანამშრომლებს თვითიზოლაციის უფლება მისცეს. არანაირი კარანტინი. დღეს, 6 თვის ორსულ ქალს 2 კვირიანი კარანტინი დაუმატეს იმიტომ რომ სართულზე აღმოაჩნდა ვიღაცას. მეტი როგორ უნდა თქვას ხელისუფლებამ რომ არანაირი კორონის გავრცელების შიში არ არსებობს და ეს სატუსაღო მხოლოდ ემიგრანტებისთვის მოგონილი ბარიერია, რომ წინასაარჩევნოდ ქვეყანაში არ ჩამოვიდნენ. ნუ, არაფერს ვამბობ ფულის კეთებაზე. ამაზე უკვე დავწერე ადრე. არ დაგავწიყდეთ რომ კარანტინში კეტავენ ბავშვებს და ორსულ ქალებსაც კი.”

ნანუკა ჟორჟოლიანი – ჟურნალისტი, ტელეწამყვანი.

სოციალური ქსელი.

 

იტვირთბა....