“დღეს მინდა საზოგადოებას გავაცნო პროკურატურის ფორმალური და უპასუხისმგებლო პასუხის შესახებ, სადაც ისინი საუბრობენ, რომ თურმე გამოძიების საფუძველი არ არსებობს და მიმართეს მხოლოდ აუდიტის სამსახურს. დოსიეში მოყვანილია კონკრეტული თანხები, ცხრილები და ინსტრუქციები, რომელსაც მტრული სახელმწიფო – რუსეთი, პირდაპირ კრემლთან დაახლოვებული ადამიანები აძლევდნენ საქართველოში, არჩევნებში მონაწილე “პატრიოტთა ალიანსს”. ამიტომ, კიდევ ერთხელ, დაჟინებით მივმართავ სუს-ს, პროკურატურას, ყველა იმ უწყებას, ვისაც ევალება ჩვენი სახელმწიფო, მოქალაქეები დაიცვან რუსული მტრული პოლიტიკისგან.”
ელენე ხოშტარია – ევრიპული საქართველოს” წევრი, ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.
ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
საქმე ეხება რუსულ მედიაში გამოქვეყნებულ საგამოძიებო სტატიას, სადაც ნათქვამია, რომ კრემლი საქართველოში “პატრიოტთა ალიანსს” აფინანსებს.