ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ორჯერ პარლამენტის წევრი საბარგო მანქანის საჭესთან დადის ამერიკაში ოჯახის დასახმარებლად” – წიკლაური სუბელიანზე

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ნუგზარ წიკლაური სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ პარლამენტის ყოფილი წევრი, კობა სუბელიანი ამერიკაში ფიზიკურად შრომობს, რადგან თავი ირჩინოს.

როგორც წიკლაური აღნიშნავს, “ნაციონალური მოძრაობის” მთავრობიდან “კობასნაირად ბევრი ცხოვრობს”.

“რეკავს… ბოლო დროს სულ უფრო ხშირად. გაღიმებული მრგვალი ცხვირ-პირი: – რა ხდება, ბოცო? კარგად მიდის საქმე? ნიუ იორკიდან სამხრეთ კაროლინასკენ მიდის თავისი ტვირთით; ატრიალებს საჭეს და ფიქრობს საქართველოზე მინისტრი, ორჯერ პარლამენტის წევრი საბარგო მანქანის საჭესთან დადის ამერიკაში ოჯახის დასახმარებლად.

რამდენი ქოცი წავა ასე უფულოდ ხელისუფლებიდან, რამდენს დასჭირდება ფიზიკური შრომა თავის სარჩენად? ალბათ არცერთს.

კობა და ბევრი კობასნაირი კი ჩვენი მთავრობიდან ასე ცხოვრობს. იქნებ ბედნიერებაც ეს არის? არაფერი მოპარო შენს ქვეყანას და იარო მართალმა და ისევ საქართველოზე ფიქრში გართულმა მთელს დედამიწაზე?” – წერს ნუგზარ წიკალური.

იტვირთბა....