გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დღეს ბრალდებული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი გაიმართება. მცხეთის რაიონულ სასამართლოში მტკიცებულებებს ბრალდების მხარე წარადგენს.
აქვე შეგახსენებთ, რომ საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი 26 აგვისტოს უნდა გამართულიყო, თუმცა სხდომა გადაიდო.
შეგახსენებთ, რომ შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანია დაკავებული. ყველა მათგანი სასამართლომ პატიმრობა დატოვა. საქმეზე დაკავებულები პროკურატურის ბრალდებას უარყოფენ და მათი ნაწილი სიმართლის დადგენის მიზნით, სიცრუის დეტექოტზე შემოწმებას ითხოვენ.
გიორგი შაქარაშვილი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.