ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ვის მალავს ფოტოგრაფ იაკობის დაკარგული ფლეშკა?!”- რაზე საუბრობს კილაძე

“მტკიცებულებების შეგროვების რესურსი ამოწურეს, აღარც ქოცვაჭარ ბიძის ფაქტორი მუშაობს,ამიტომ პროკურატურამ დაიწყო ზეწოლა ბრალდებულებზე აღიარებითი ჩვენების მოპოვების მიზნით.
ჩვენების მიცემა შესთავაზეს არჩილ გაგნიძეს და ნიკოლოზ რევაზიშვილის წინააღმდეგ,ჩვენება მიაცემინეს ერთ ერთ დაკავებულს! არადა,რომ არა მედია იმედის მწყემსის ვერსია ფეხი დაუცდა და კლდიდან გადავარდა,აკვდებოდა შაქარას მკვლელობის საქმეს! p.s.ყურადღება კითხვა -ვის მალავს ფოტოგრაფ იაკობის დაკარგული ფლეშკა?!”

ელისო კილაძე – “ქრონიკა პლიუსის” რედაქტორი.

სოციალური ქსელი.

შეგახსენებთ, შაქარაშვილის საქმეზე პროკურატურამ 11 პირის საქმე ცალკე წარმოებად გამოყო, მათ ბრალად ბრალად ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ძალადობა ედებათ. მათ, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 4-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

11 აგვისტოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებირვი დევნა 5 პირის მიმართ დაიწყო. ხუთივე მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის “ე” ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შაქარაშვილის საქმეზე ჯამში 17 პირია დაკავებული.

იტვირთბა....