სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თედორაძის განცხადებით, წინასწარი შეფასებით, ივლისში საქართველოს ეკონომიკა 5.5%-ით შემცირდა.
როგორც თედორაძემ აღნიშნა, იანვარ-ივლისში საშუალო რეალური ზრდა უარყოფითია და -5.8%-ს შეადგენს.
“წინასწარი შეფასებით, ივლისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა გარკვეულწილად შენელდა და სახეზე გვაქვს ეკონომიკის 5.5%-იანი შემცირება. შესაბამისად, პირველი 7 თვის საშუალო რეალური ზრდა -5.8%-ია”, – განაცხადა თოდრაძემ.