საქართველოში COVID-19-ის 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყნის მასშტაბით ჯამში ინფიცირებულია 1487 ადამიანი.
გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 19-ით გაიზარდა. ჯამში 1240-მა პაციენტმა დაამარცხა ვირუსი.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5524 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 221.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.