ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ახალციხის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია – მონიტორინგის მიზნით, 70-მდე მეხანძრე-მაშველი რჩება ადგილზე

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ახალციხის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია. მათივე ცნობით, ამ დროისთვის გავრცელების საფრთხე მოხსნილია. უწყების ცნობით, ადგილზე, მონიტორინგის მიზნით, 70-მდე მეხანძრე-მაშველი რჩება და სალიკვიდაციო სამუშაოები გათენებისთანავე დაიწყება.

ცნობისთვის, ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის ტერიტორიაზე ხანძარი რამდენიმე საათის წინ გაჩნდა.

იტვირთბა....