ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

(ფოტო) ლუკაშენკო საკუთარ რეზიდენციასთან ისევ იარაღით ხელში გამოჩნდა

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო, მინსკში მიმდინარე მასშტაბური საპროტესტო აქციის პარალელურად, საკუთარ რეზიდენციასთან ისევ იარაღით ხელში გამოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას “რია” ავრცელებს.

მათი ცნობით, ლუკაშენკოს პრესსამსახურს ჰკითხეს, სად იმყოფებოდა პრეზიდენტი, პასუხად კი აღნიშნული ფოტო მიიღეს. მოგვიანებით, პრეზიდენტის პრესსამსახურმა განმარტება გააკეთა და თქვა, რომ ფოტო იმ დროს არის გადაღებული, როცა რეზიდენციასთან აქციის მონაწილეები იმყოფებოდნენ.

ცნობისათვის, 30 აგვისტოს, პროტესტის 22-ე დღეს მინსკსა და ბელარუსის რამდენიმე ქალაქში მასშტაბური აქციები გაიმართა.

შეგახსენებთ, 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში საპროტესტო გამოსვლები არ წყდება.  ცესკო-ს მიერ არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, მოსახლეობა გარეთ გამოვიდა. ანტისამთავრობო აქციაზე მომიტინგეებს სპეცრაზმი დაუპირისპირდა, რა დროსაც ათობით ადამიანი დაშავდა. მას შემდეგ ბელარუსში ლუკაშენკოს საწინააღმდეგო აქციები არ წყდება.

იტვირთბა....