ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალიში 2 გარდაცვლილი ჭიდან ცოტა ხნის წინ ამოიყვანეს. ცხედრები ექსპერტიზაზე გორის პროზექტურაში გადაასვენეს. ისინი სავარაუდოდ ძმები იყვნენ და კერძო ხელოსნებად მუშაობდნენ.
ჭის მეპატრონე, რომელმაც ისინი ჭის ამოსასუფთავებლად დაიქირავა, აცხადებს, რომ ჭაში ჯერ ერთი ძმა ჩავიდა, რომელიც ცუდად გახდა და დახმარება ითხოვა, ამ დროს საშველად მეორე ძმა ჩავიდა, თუმცა ორივე ძმა დაიხრჩო.
ცნობისათვის, დღეს ჭის წმენდისას ორი ახალგაზრდა დაიხრჩო. წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულები 35 წლამდე ასაკის იყვნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ 116-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.