ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში ჭის წმენდისას ორი ახალგაზრდა დაიხრჩო. წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულები, სავარაუდოდ, ძმები არიან. ორივე მათგანი 35 წლამდე ასაკისაა.
ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
შსს-ს ცნობთ, გამოძიება სსკ 116-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.