პარლამენტის თავმჯდომარის პირადი დაცვის თანამშრომელს კორონავირუსის ინფექცია დაუდასტურდა – ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, უსაფრთხოების პროტოკოლის თანახმად, სხვა პირებთან ერთად, პარლამენტის თავმჯდომარეს და მისი ოჯახის წევრებსაც ასევე ჩაუტარდათ „პისიარ“ ტესტირება.
„პასუხი უარყოფითია, მათ არ დაუდასტურდათ კოვიდ ინფექცია. ეპიდუსაფრთხოების წესების თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარე გადავიდა თვითიზოლაციაში“, – ნათქვამია პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.