ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“სახელმწიფო გლეხს მარტო არასდროს დატოვებს” – გახარია

“მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთები აქ რაღაცებს მოგვიწოდებენ, მთავრობა და სახელმწიფო გლეხს მარტო არ დატოვებს არასოდეს, სანამ გლეხი არ გახდება ფერმერი, არ იქნება ძლიერი და სხვებს არ დაასაქმებს”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ქედაში განაცხადა, სადაც მოსახლეობას მაჟორიტარობის კანდიდატები ანზორ ბოლქვაძე და ფრიდონ ფუტკარაძე წარუდგინა.

გახარიას თქმით, ქვეყნის განვითარებისთვის ბევრი რამ ისევ გასაკეთებელია.

“ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ქვეყანას აქვს სისტემური ინფრასტრუქტურის პრობლემები, როგორიც არის გზა, წყალი, გაზი, მივდივართ ნელ-ნელა უკეთესობა ეტყობა, როგორც ბათუმს, ქედას და მთლიან საქართველოს. თუმცა, ბევრი სამუშაო გვაქვს კიდევ. ამასთან ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ძირითადი ამოცანა არის ჩვენი ახალგაზრდობა, ჩვენი ბავშვების განათლება, ჩვენი მოხუცების ჯანმრთელობა, მათი სოციალური დახმარება და პენსია, ეს ის ძირითადი ვალდებულებებია, რომელიც სახელმწიფომ უნდა შეასრულოს, რა თქმა უნდა, ჩვენი გლეხი, რომელსაც უნდა მივეხმაროთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად გლეხი გახდეს ფერმერი, გაეზარდოს შემოსავალი. არავის ეგონოს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთები აქ რაღაცებს მოგვიწოდებენ, მთავრობა და სახელმწიფო გლეხს მარტო არ დატოვებს არასოდეს, სანამ გლეხი არ გახდება ფერმერი, არ იქნება ძლიერი, არ დაასაქმებს სხვა ადამიანებს და ქვეყნის კეთილდღეობისთვის არ იქნება ფუნდამენტი და მასზე არ დადგება ქვეყნის ეკონომიკური განვითარება.

როგორც ყოველთვის, ციტრუსის ნაწილში, როგორც არასტანდარტული, ასევე სტანდარტული ექსპორტზე გატანის ნაწილში სახელმწიფო როგორც ედგა აჭარელ გლეხს, ისე დაუდგება მომავალშიც გვერდით. ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა, სად ვართ, რას ვაკეთებთ, რა პროფესიაში ვართ, ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაზე – ჩვენს სოფელზე, ჩვენს დაბაზე, ჩვენს ქალაქზე და საბოლო ჯამში ქვეყანაზე”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

იტვირთბა....