“ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი – ბანერებიც, განცხადებებიც და ამას ხალხი ადეკვატურად შეაფასებს. ამავე დროს, მიუღებელია რომ ეს იქცეს იაფფასიანი პოლიტიკური პოპულიზმის საგნად. თქვენ იცით, როგორც კი გამოჩნდა შესაბამისი ბანერები, მაშინვე მოახდინა მერიის შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ამ ქალაქში იყოს ამ შინაარსის მატარებელი ნებისმიერი ნიშანი. ყველას მინდა ვუთხრა და მოვუწოდო, რომ თუკი აჭარას აქვს რაიმე დასაცავი, როგორც საქართველოს მთავრობა, ისე აჭარის მთავრობა გააკეთებენ ყველაფერს მის დასაცავად და პოლიტიკური პოპულიზმის საგნად ეს ვერასდროს ვერ იქცევა.”
თორნიკე რიჟვაძე – აჭარის მთავრობის თავმჯდომარე
ცნობისთვის, აჭარაში, “პატრიოტთა ალიანსმა“ განათავსა საარჩევნო ბანერი, სადაც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მსგავსად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაც წითლად არის მონიშნული და წერია: „დაიცავი აჭარა! დაიცავი შენი წილი საქართველო!“
ფაქტთან დაკავშირებით, ბათუმის მერიამ 2 ლოკაციაზე განთავსებული პარტიის სარეკლამო ბანერები ჩამოიხსნა და სამართლდარღევის ოქმი შეადგინა.