მთავარი ციტატა

“სულ რომ ციხეში ჩამსვათ, ვერ გამაჩუმებთ!” – ნორვეგიაში მცხოვრები ქართველი ბაჩალიაშვილის საქმეზე

“უკვე საზღვარი არ აქვს თქვენს თავხედობას, ჩემი ტელეფონი სასწაულებს შვრება. თავისით შემოვიდა ზარი, რომელიც უკვე დავასრულე საათების წინ! ეკრანი ხომ საერთოდ თავისით ქრება და ირთვება. გაფრთხილებთ, რომ არ ვცხოვრობ საქართველოში, ვცხოვრობ ნორვეგიაში, სადაც დაცულია ადამიანის უფლებები. თუ კიდევ რამეს შევამჩნევ სათანადო რეაგირებას მოვახდენ!!! ნუ გამომიყვანთ წყობილებიდან, თორემ პირს რომ დავაღებ კანონის დარღვევა კი არა, სულ რომ ციხეში ჩამსვათ, ვერ გამაჩუმებთ!!! მაგალითი ამ წამს განმეორდა, დააკვირდით აბა, როდის დავასრულე საუბარი და კიდევ როდის შემოვიდა ზარი, რომელიც რეალურად 20 წუთის წინ დასრულდა.”

როგორც, თეონა ყურუა აცხადებს, მას შემდეგ, რაც განაცხადა, რომ თამარ ბაჩალიაშვილს მასთან კომუნიკაცია ჰქონდა და 23 წლის პროგრამისტი, ნორვეგიაში პოლიტიკური თავშესაფრის მიღებით იყო დაინტერესებული, მის ტელეფონში უკანონო ქმედებები ხორციელდება. 

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა, ის სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს.

მოგვიანებით, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, პროგრამისტის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

იტვირთბა....