ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ვიფიქრე, რაღაცაში მაინც წინ ვართ, ზოგიერთ ევროპულ ქვეყნასთან შედარებით. ახლა, ამ “შეცდომის” გასწორებაც სურთ” – სამადაშვილი წულუკიანის გადაწყვეტილებაზე

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, სალომე სამადაშვილი თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა, რომლის თანახმადაც, თუ ქორ­წი­ნე­ბი­დან 1 წელი არ არის გა­სუ­ლი, ქალი ინ­ ვიტ­რო(ხელოვნურ) გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბას ვე­რ შეძ­ლებს.

როგორც სამადაშვილი წერს, იტალიისგან განსხვავებით, აშშ-ში ვისაც სურს მშობელი გახდეს, სახელმწიფო ხელს არ უშლის.

“მახსოვს, გამიკვირდა, როდესაც ძალიან წარმატებულმა ქალმა, ჩემმა იტალიელმა მეგობარმა, გულდაწყვეტით მითხრა, შანსი არ ჰქონდა დედა გამხდარიყო, თუ იტალიის მოქალაქედ დარჩებოდა. მისი ქვეყანა კრძალავს ქორწინების გარეშე შვილად აყვანას და ცხადია, შესაბამის სამედიცინო ჩარევასაც. ვიფიქრე, რაღაცაში მაინც წინ ვართ, ზოგიერთ ევროპულ ქვეყნასთან შედარებით. ახლა, ამ ‘შეცდომის’ გასწორებაც სურთ…ამერიკაში ჩემი ერთ-ერთი პროფესორი, წარმატებული, სტამბულელი წარმომავლობის ქალი იყო, რომელსაც ასევე სურდა დედობა, მიუხედავად იმისა, რომ არ დაქორწინებულა. იტალიისგან განსხვავებით, აშშ-ში ვისაც სურს მშობელი გახდეს, სახელმწიფო ხელს არ უშლის. სადღაც, თურქეთის შორეულ პროვინციაში, გემზე მიგდებული პატარა ბიჭი იშვილა, რომელიც დღეს ჰარვარდის სტუდენტია. არ ვიცი, ღმერთს უფრო გაეხარდებოდა, სადმე შიმშილით მომკვდარიყო?”, – წერს სამადაშვილი.

ცნო­ბის­თვის, იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა 25 აგ­ვის­ტოს მოაწერა ბრძა­ნე­ბას ხელი. სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ის წეს­ში ცვლი­ლე­ბე­ბი 2020 წლის 1-ლი სექ­ტემ­ბრი­დან ამოქ­მედ­დე­ბა. ცვლი­ლე­ბე­ბის თა­ნახ­მად, გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბამ­დე ნო­ტა­რი­უ­ლად და­დე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის მხა­რე შე­იძ­ლე­ბა იყოს “ქა­ლი­სა და მა­მა­კა­ცის­გან შემ­დგა­რი წყვი­ლი, რომ­ლის მი­ზან­საც წარ­მო­ად­გენს ექ­სტრა­კორ­პო­რუ­ლი გზით და­ბა­დე­ბუ­ლი ბავ­შვის აღ­ზრდა” იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ისი­ნი: იმ­ყო­ფე­ბი­ამ ქორ­წი­ნე­ბა­ში და ქორ­წი­ნე­ბი­დან გა­სუ­ლია სულ მცი­რე, 1 წელი; იმ­ყო­ფე­ბი­ან ფაქ­ტობ­რივ თა­ნა­ცხოვ­რე­ბა­ში, სულ მცი­რე, უკა­ნას­კნე­ლი 1 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. ქა­ლი­სა და მა­მა­კა­ცის ფაქ­ტობ­რივ თა­ნა­ცხოვ­რე­ბა­ში ყოფ­ნის ფაქ­ტი ნო­ტა­რი­უ­სის წი­ნა­შე უნდა და­დას­ტურ­დეს შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტე­ბით.

იტვირთბა....