aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გარემოს დაბინძურებაზე ახალი ჯარიმები წესდება

aviabiletebi
ავიაბილეთები

პარლამენტის 31 აგვისტოს ბიუროს სხდომაზე საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება მოხდება, რომელიც გარემოსთვის მიყენებულ ზიანზე ფულად ჯარიმებს აწესებს – ახალ რეგულაციებს „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელიც საკანონმდებლო სივრცეში ახალია და ეფუძნება პრინციპს – „დამბინძურებელი იხდის“.

კანონპროექტის გათვალისწინებით, გარემოზე ზიანის მიყენების გარდაუვალი საფრთხის ან გარემოზე მიყენებული ზიანის შესახებ შეუტყობინებლობა – 5 000-დან 10 000 ლარამდე ჯარიმას გამოიწვევს, დაზიანებული გარემოს პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენის ან პირვანდელ მდგომარეობასთან მიახლოებულ მდგომარეობამდე აღდგენის შესაძლებლობის შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობა – 5 000 ლარს, ზიანის პრევენციისთვის/შერბილებისთვის აუცილებელი ღონისძიებების გაუტარებლობა – 10 000-დან 20 000 ლარამდე, გარემოზე მიყენებული ზიანის შემდგომი გავრცელების თავიდან ასაცილებლად ან შესარბილებლად აუცილებელი ღონისძიებების გაუტარებლობა – 20 000-დან 40 000 ლარამდე.

ჯარიმები იქნება განსაზღვრული ამ კანონით გათვალისწინებული თანხების სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვის ვალდებულების შეუსრულებლობაზეც. ამ ქმედებისთვისთვის ჯარიმა 5 000-დან 10 000 ლარამდე წესდება.

ასევე, ზიანის გამასწორებელი ღონისძიებების გეგმის ან განსახორციელებელი ღონისძიებების ხარჯთაღრიცხვის შესახებ დასკვნის წარდგენის მოთხოვნების შეუსრულებლობა – 1 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება, გარემოზე მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ ზიანის გამასწორებელი ღონისძიებების გეგმის ან განსახორციელებელი ღონისძიებების ხარჯთაღრიცხვის შესახებ დასკვნის წარდგენის ვალდებულების შეუსრულებლობა – 20 000-დან 40 000 ლარამდე, გარემოზე ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ ზიანის გამასწორებელი ღონისძიებების გეგმით გათვალისწინებული ღონისძიების შეუსრულებლობა კი, გამოიწვევს – 40 000-დან 80 000 ლარამდე ჯარიმას.

გარემოსთვის განსაკუთრებით საშიში საქმიანობის განხორციელება გარემოსდაცვითი რისკის ფინანსური უზრუნველყოფის გარეშე – 10 000 ლარის ოდენობით.

იტვირთბა....