საქართველოში კორონავირუსის შვიდი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 1462 შემთხვევაა დადასტურებული.
გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კვლავ 1196-ს შეადგენს.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5806 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 230.

