თერჯოლის მუნიციპალიტეტში მიცვალებულები აერიათ – ინფორმაციას ამის შესახებ “მთავარი არხი” ავრცელებს.
როგორც ირკვევა, საავადმყოფოში ერთსა და იმავე დროს ორი ადამიანი გარდაიცვალა და ამის გამო მიცვალებულები აერიათ.
თუმცა ფაქტს ტრაგიკომედიულს ხდის ის გარემოება, რომ მიცვალებულები ქალი და კაცი იყვნენ. ქალის ჭირისუფალს, კაცის ცხედარი გაატანეს.
გარდაცვლილის ოჯახს მომხდარზე საუბარი არ სურს, თანასოფლელები კი ცხედრების ცვლილებაზე პასუხისმგებლობას თერჯოლის საავადმყოფოს აკისრებს.
თერჯოლის საავადმყოფოში მიცვალებულების არევის ფაქტს ადასტურებენ, თუმცა ამბობენ, რომ შეცდომას მალევე მიხვდნენ. კლინიკის დირექტორის მტკიცებით, გარდაცვლილი ქალის თანასოფლელები ცრუობენ როცა ამბობენ, რომ ჭირისუფლმა შეცდომა სახლში აღმოაჩინა.