დაღუპული 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და იმ ადამიანს მიმართავს, რომელმაც ბაჩალიაშვილის ცხედარი ტყესთან იპოვნა.
“მეტრონომი” პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„თეთრი წყაროს „ვოლკო“ ჯიმშერ აფციაურო! შემთხვევით იმის ილუზია ხომ არ გაქვს ყოველივე ამის მერე ბედნიერად გააგრძელებ ცხოვრებას შენს ორ ქალიშვილთან ერთად? როცა ჩემს თამოს აწამებდნენ და კლავდნენ იდექი და გულგრილად უყურებდი ყველაფერს, რაც მთავარია შენები ხომ კარგად გყავდნენ. ვინ იცის იქნებ შენს „გარაჟშიც“ გყავდა თამოს მანქანა დამალული. გირჩევ გოდერძი ჩოხელის „მგელი“ წაიკითხო. ხანდახან მგლებიც ჭამენ თავიანთ წინამძღოლს, როცა შეცდომას უშვებს და ისე არ მოხდეს მწყემსებმა ნახონ შენი ძვლები და იქვე ეგდება შენი ტელეფონიც იდენტიფიკაციისთვის, როცა დაგირეკავს მწყემსი. ხომ პირველად შენთან დარეკავს არა? შვებულებაშიც და იმ ქვეყანაშიც რომ იქნები. მერე პრესსცენტრს მივმართავ „ა კაკ ტამ დრავა“ მეთქი. დრავა ხომ ცხედარს ნიშნავს შენი გაგებით. შენით ვიწყებ „ადინოკი ვოლკო“, (როგორც შენ დაიწყე პირველმა გამოძიება ვითომ)თუ რომელმა რუხმა მგელმა შეგჭამა ან რომელმა რუხმა კარდინალმა გაგწირა საცოდაო არსებავ“, – წერს თეონა თამაზაშვილი.
შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა, ის სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს.
მოგვიანებით, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, პროგრამისტის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.