“ინტერნეტში არსებობს შავი წერტილები, დახურული ჯგუფები. მიზანმიმართული ზეწოლაა, რის გამოც მიდრეკილება აქვთ სუიციდისკენ.”
ბაჩანა ლობჟანიძე – დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის ე.წ შეყვარებული
ცნობისთვის, ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბაჩანა ლობჟანიძე პროკურატურაში იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა, ის სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს.
მოგვიანებით, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, პროგრამისტის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.