საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რითაც საზოგადოებას მარიამობის დღესასწაული მიულოცა.
ექსპრეზიდენტმა წერილში აღნიშნა, რომ საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს მის “მთავარ მტერზე, უიმედობაზე, უპერსპექტივობას და სიღარიბეზე.”
“ჩემო ძვირფასებო, გილოცავთ მარიამობის დღესასწაულს.
საქართველოს, როგორც უძველესი ქრისტიანული კულტურის მქონე ქვეყანას, ყოველთვის ემახსოვრება და პატივს სცემს საკუთარ სულიერ ფესვებს.
როდესაც ჩვენს დალოცვილ მიწაზე, ჩვენმა წინაპრებმა შექმნეს ერთიანი ქართული სახელმწიფო, მათ მადლიერების, სულიერების და ერთიანობის ნიშნად ააგეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ბაგრატის საკათედრო ტაძარი.
ეს დღესასწაული გვახსენებს სულის უკვდავებას, სიკეთის უალტერნატივობას, განახლების და წყალობის სურვილს, რაც იყო და მომავალშიც იქნება საქართველოს გადარჩენის და წარმატების მთავარი საფუძველი.
ბოროტსა სძლია კეთილმა, არსება მისი გრძელია.
კიდევ ერთხელ, ყველას გილოცავთ მარიამობის დღესასწაულს.
სიკეთის რწმენით, საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს მის მთავარ მტერზე, უიმედობაზე, უპერსპექტივობას და სიღარიბეზე და ჩვენ, ჩვენს დალოცვილ სამშობლოში ვიცხოვრებთ ღირსეულად”, – წერს სააკაშვილი.

