ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

თამარ ბაჩალიაშვილის მამა დეა კაპანაძეს მიმართავს

“ყოველდღე ერთად იყვნენ და შვილივით ვუყურებდი მაგ გოგოს. ვთხოვ მოვიდეს და არ მოდის. აქამდე სხვანაირად ვფიქრობდი ახლა უკვე მისი ქცევები ძალიან დიდ ეჭვებს მიჩენს.”

ჯუმბერ ბაჩალიაშვილი – თამარ ბაჩალიაშვილის მამა.

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი საპროტესტო აქციას გამართავს. 

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა, ის სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს.

მოგვიანებით, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, პროგრამისტის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

იტვირთბა....