ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ბაჩალიაშვილის ოჯახის საპროტესტო აქციას აანონსებს

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი საპროტესტო აქციას გამართავს. ამის შესახებ 23 წლის პროგრამისტის დედამ სოციალურ ქსელში დაწერა. თეონა თამაზაშვილის ინფორმაციით, აქცია კვირას, 30 აგვისტოს 14:00 საათზე, ორთაჭალაში, პროკურატურის შენობასთან გაიმართება.

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა, ის სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს.

მოგვიანებით, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, პროგრამისტის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

იტვირთბა....