,,ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური. რა პრივილეგია აქვს ირმა ინაშვილს, რომ წითელ ზონაში, აფხაზეთში მყოფი არათუ კარანტინში, თვითიზოლაციაშიც არ მოხვდა. დეპუტატებს კორონა არ ემართებათ? ან, ნებისმიერი სხვა ოპოზიციის წარმომადგენელს მისცემთ იგივეს უფლებას? ირმა ინაშვილი აფხაზეთიდან ჩამოვიდა 16 აგვისტოს. კარანტინში მხოლოდ ერთი დღე გადაიყვანეს. 17- ში დილით წითელი ზონიდან (აფხაზეთიდან) ჩამოსული ირმა და მასთან ერთად მყოფი ყველა პირი უკვე გარეთ იყო.”
ნანუკა ჟორჟოლია – ტელეწამყვანი
სოციალური ქსელი
ცნობისთვის, “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა, ირმა ინაშვილმა, ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და დაწერა, რომ მან და გიორგი ლომიამ ილორის ტაძარს ღვთისმშობლის ხატი შეწირეს.