“კომპასი დაკარგა ეს ოხერი? საქართველო არ იცის, სად არის? რამდენი წელია, “რაზგონს” იღებს და რით ვერ ჩამოვიდა საქართველოში, არ იცის, სად არის? ხომ არის თვითონ უკრაინაში, დახედოს, არის მერე ზღვა და მერე არის საქართველო, რაღაცნაირად უნდა მოვიდეს საქართველომდე თუ მოსვლის შნო და თავი აქვს, თუ არადა, რავიცი ახლა, ასეთი განცხადებებით ის ქართულ ოცნებას ეხმარება და აძლიერებს.”
ალეკო ელისაშვილი – “მოქალაქეების” ლიდერი
“TV პირველი”
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი “ფეისბუქ“ გვერდზე ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც ის მისი მოღვაწეობის პერიოდს იხსნებს. სააკაშვილი ქართველ ხალხს დაშვებული შეცდომებისთვის ბოდიშს უხდის და აცხადებს, რომ ის საქართველოში მალე დაბრუნდება