aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი ციტატა

როდის გახდება ცნობილი საბოლოო გადაწყვეტილება ვინ იქნება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი – “ნაცმოძრაობის” განცხადება

ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, ბუნებრივია, გვეყოლებოდა ჩვენი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, რაც ნორმალურია და არის ევროპული სტანდარტი ყველა პარტიისთვის, რომ აჩვენოს თავისი სახე. ამიტომ უახლოეს დღეებში იქნება უკვე ცნობილი საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ, მათ შორის, პესონალური ანუ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის სახით. შეიძლება ითქვას, რომ უმრავლესობა ემხრობოდა ჩრდილოვანი კაბინეტის დასახელების იდეას, მაგრამ საჭიროა საბოლოო გადაწყვეტილების სახით დადასტურება. კონკრეტულ თარიღს, თუ როდის გახდება გადაწყვეტილება ცნობილი, მნიშვნელობა არ აქვს, ეს იქნება მაშინ, როცა იქნება უფრო მიზანშეწონილი და მოსახერხებელი კამპანიის მუხტის აწევისთვის. რაც შეეხება კონკრეტულად შეკითხვას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, არაფერი ამ კუთხით გამორიცხული არ არის, თუმცა მიხეილ სააკაშვილი ლოგიკური იქნებოდა. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან დაკავშირებით მსჯელობა იქნება ცალკე. ცალკე იქნება მსჯელობა როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე, ასევე ჩრდილოვანი კაბინეტის გამოცხადების თარიღზე.”

aviabiletebi
ავიაბილეთები

რომან გოცირიძე – “ნაციონალური მოძრაობის” წევრი.

 

იტვირთბა....