ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“Treveler.ge რომ რო­მე­ლი­მე ტურს მსხვერ­პლით და­ას­რუ­ლებ­და ვი­ცო­დი” – ტურისტი, რომელმაც ამ კომპანიის ტურით ისარგებლა

“ფე­ის­ბუ­ქის” მომ­ხმა­რებ­ლე­ბი კომ­პა­ნი­ა Treveler.ge-ს და­უ­დევ­რო­ბა­სა და ტუ­რის­ტუ­ლი მოგ­ზა­უ­რო­ბის წესე­ბის დარ­ღვე­ვა­ში სდე­ბენ ბრალს. კომ­პა­ნი­ის მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ ერთ-ერთ ტუ­რის­ტულ მარ­შუ­ტში მყოფ პირს Treveler.ge-ის­თან და­კავ­ში­რე­ბით ტუ­რიზ­მის ეროვ­ნუ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტის­თვის ორი წლის წინ ჰქონდა მიმართული. როგორც

როგორც მა­ნა­ნა გრი­გო­რი­ა­ნი იხ­სე­ნებს, მან Treveler.ge-ის მეშ­ვე­ო­ბით კა­ბა­დო­კი­ა­ში იმოგ­ზა­უ­რა, რის შემ­დე­გაც კომ­პა­ნი­ის წი­ნა­აღ­მდეგ გან­ცხა­დე­ბით ტუ­რიზ­მის ეროვ­ნულ დე­პარ­ტა­მენტს მი­მარ­თა. თუმ­ცა, მისი თქმით, უწყე­ბას არა­ნა­ი­რი რე­ა­გი­რე­ბა არ მო­უხ­დე­ნია.

“Treveler.ge რომ რო­მე­ლი­მე ტურს მსხვერ­პლით და­ას­რუ­ლებ­და ვი­ცო­დი. კა­ბა­დო­კი­ა­ში ვი­ყა­ვით, ამ კომ­პა­ნი­ის მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი ისე­თი გა­უ­მარ­თა­ვი იყო, გა­ვოგნ­დით. ბუ­ნებ­რი­ვი აირი გროვ­დე­ბო­და ტრან­სპორ­ტში და ხალ­ხი ღე­ბი­ნე­ბით კვდე­ბო­და. შემ­დეგ გზა­ში სა­ბუ­რა­ვი გაძ­ვრა და ბა­თუმ­ში ჩა­მო­სუ­ლე­ბი ახალ ტრან­სპორ­ტში გა­დაგ­ვსვეს, ისიც ასე­ვე გა­უ­მარ­თა­ვი იყო.

შე­ვი­ტა­ნე გან­ცხა­დე­ბა ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტში, მაგ­რამ არა­ნა­ი­რი რე­ა­გი­რე­ბა არ მო­უხ­დე­ნი­ათ. არც და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლან დი­დად. მი­თხრეს, ეს კომ­პა­ნია ჩვენს ბა­ზებ­ში არ არის და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლიო” – გა­ნა­ცხა­და AMBEBI.GE-სთან მა­ნა­ნა გრი­გო­რი­ან­მა.

შეგახსენებთ, რომ 23 აგვისტოს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარისახოში ავარიავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულები პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში რეანიმაცულ განყოფილებაში არიან მოთავსებულები. გარდაცვლილებიდან 16 საქართველოს, ერთი კი – კანადის მოქალაქეა.  შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიკროავტობუსი დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

მიკორავტობუსი ტურისტულ კომპანია Traveler-ს ეკუთვნის.

 

იტვირთბა....