“დღეს მე კიდევ ერთხელ გადავამოწმებ იმ გვარებს, რომლების უშუალოდ საქმესთან შემხებლობაში იქნება. ამის შემდეგ კი ისეთი ინფორმაცია იქნება საზოგადოებისთვის და გამოძიებისთვის ცნობილი, რომელიც საქმეს არ დააზარალებს და გვეცოდინება კიდევ ერთი ფაქტი, რაც დაგვიმტკიცებს, თუ რასთან გვაქვს საქმე და რისი მსხვერპლი გახდა ეს პატარა გოგო.”
მიხეილ რამიშვილი – გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი.
ცნობისათვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.