ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

შენობის მე-4 სართულიდან 65 წლის მამაკაცი გადახტა და დაიღუპა: “მეტრონომმა” სავარაუდო მიზეზი გაარკვია

“მეტრონომს” ქირურგიის ეროვნულ ცენტრში დაუდასტურეს, რომ გუშინ გვიან ღამით, ცენტრის შენობის მე-4 სართულიდან 65 წლის მამაკაცი თვითმკვლელობის მიზნით გადმოხტა, რომელიც ადგილზევე დაიღუპა.

“პაციენტს ონკოლოგიური დაავადება ჰქონდა. ის დიდი ხანია მკურნალობდა. დაავადება ძალიან შორს წასული იყო. გიდასტურებთ, რომ სუიციდის მიზნით, ის გვიან ღამით მე-4 სართულიდან გადმოხტა” – უთხრა “მეტრონომს” ცენტრის თანამშრომელმა.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლითაა დაწყებული.

იტვირთბა....