„არ უნდათ მკვლელის დასახელება. დიდი ეჭვი მაქვს, რომ დეას ჰქონდეს თამუნას ვალი. იმიტომ შეეკრა თამუნას მტერს, რომ თამუნას მოშორება მაგასაც აწყობდა ამ ფულის გამო. სხვა პირებმა უბრალოდ გამოიყენეს დეა და ამასაც აწყობდა გარკვეულწილად, რადგან ასე იქცევა.”
თეონა თამაზაშვილი – გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა.
შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5- დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.