მთავარი ციტატა

“არცერთთან არ ვლინდება უარყოფითი დინამიკა”- რატიანი შატილში მომხდარი ტრაგედიის დროს დაშავებულებზე

“ამ ეტაპზე, პაციენტების ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია. უნდა აღინიშნოს, რომ დადებითი დინამიკა გვაქვს მიღწეული სამივე პაციენტთან, ჰემოდინამკის მართვის მხრივ.ამ ეტაპზე, პაციენტებთან გამოვლინდა ნევროლოგიური სტატუსის გაუმჯობესებაც. ჩატარებული კლინიკურ-ლაბორატორიულიკვლევებით, არცერთთან არ ვლინდება უარყოფითი დინამიკა. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ამ რთულ გზაზე, რაც უნდა გაიარონ გამოჯანმრთელებამდე, არანაირი პრობლემა არ იქნება. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ პაციენტები გამოჯანმრთელდნენ.”

ლევან რატიანი – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი

ამის შესახებ რატიანმა ჟურნალისტებს შატილში მომხდარი ტრაგედიის დროს დაშავებული ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განაცხადა. 

შეგახსენებთ, რომ 23 აგვისტოს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარისახოში ავარიავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 ადამიანი კი დაშავდა. დაშავებულები მკურნალობას პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადიან. გარდაცვლილებიდან კი 16 საქართველოს, ერთი კი – კანადის მოქალაქეა.  შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიკროავტობუსი დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

მიკორავტობუსი ტურისტულ კომპანია Traveler-ს ეკუთვნის.

იტვირთბა....