მთავარი ციტატა

“ბელარუსმა გაიღვიძა, ეს არის ერის მისწრაფება, საკუთარი საქმეები თავად გადაწვიტოს”- სვეტლანა ტიხანოვსკაია

“ბელარუსმა გაიღვიძა. ჩვენ არ ვართ ოპოზიციაში, ჩვენ ახლა უმრავლესობაში ვართ. მშვიდობიანი რევოლუცია ხორციელდება. ეს არ არის პოლიტიკური რევოლუცია. ეს არც პრორუსული და არც ანტირუსული რევოლუციაა, ეს არც ანტიევროკავშირული და არც პროევროკავშირული რევოლუციაა. ეს დემოკრატიული რევოლუციაა. ეს არის ერის მისწრაფება, საკუთარი საქმეები თავად გადაწვიტოს, ხალხის მისწრაფება, თავისუფლად და სამართლიანად აირჩიოს საკუთარი ლიდერები და თავად გადაწყვიტოს თავისი ბედი.”

სვეტლანა ტიხანოვსკაია –  ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი

ტიხანოვსკაიამ დღეს ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის რიგგარეშე სხდომაზე შეკრებილ ევროპარლამენტარებს ვიდეო კონფერენციის საშუალებით სიტყვით მიმართა.

მან მსოფლიოს ლიდერებს მოუწოდა, პატივი სცენ ბელარუსის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

შეგახსენებთ, რომ 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში საპროტესტო აქციები არ წყდება.  მას შემდეგ რაც ოფიციალური შედეგების მიხედვით, ალექსანდრ ლუკაშენკომ არჩევნებში გამარჯვება მეექვსედ მოიპოვა, ქვეყანაში საპროტესტო აქციები დაიწყო. შეტაკებების შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. დააკავეს 3000 მოქალაქე. 17 აგვისტოს ბელარუსში უწყვეტი საპროტესტო აქციების შემდეგ, ქვეყნის მთავრობა გადადგა. ვყანაში ასევე შევიდა  რუსული სამხედრო ტექნიკიკაც.

ამასთან,ევროპარლამენტის პარტიებმა გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ ისინი არჩევნების შედეგებს და ალექსანდრე ლუკაშენკოს ბელარუსის არჩეულ პრეზიდენტად არ აღიარებენ.

იტვირთბა....