“მათ (პოლიტიკოსებს)გადამწიფებულ თინეიჯერს ვუწოდებ. თინეიჯერებს ხომ საკუთარი თავი სამყაროს ცენტრად მიაჩნიათ, ასე მიაჩნია ჩვენს პოლიტიკურ ელიტასაც. თუმცა, ეს მხოლოდ ოპოზიციას არ ეხება, სახელისუფლებო პარტიებიც იგივე მდგომარეობაშია. ფაქტია, რომ დღეს ისინი იყოფენ საკუთარ მცირე ელექტორატს და იმას კი არ ცდილობენ, რომ მოიძიონ ის ელექტორატი, რომელიც დღეს არჩევანის გარეშეა დარჩენილი, შიგნით, ჩაკეტილ სისტემაში ცდილობენ, რომ მწირი ელექტორატი თავისკენ უფრო გადაქაჩონ, ანუ ერთმანეთში საბნის გადაქაჩვის ოპერაციებით არიან დაკავებულები .”
გია ხუხაშვილი – ანალიტიკოსი
“ინტერპრესნიუსი”
მისი თქმით, “ეჩვეულებრივი ამბავია, როცა გასაყოფი არაფერია, იქ პატარაზეც იწყება ჩხუბი და დავი-დარაბა.“
ამასთან, ანალიტიკოსის შეფასებით, ნუ ექნებათ პარტიებს იმის ილუზია, რომ ისინი თავის ამომრჩეველს ხმას მიაცემინებენ იმისთვის, ვისზეც თვითონ უნდათ.
ცნობისთვის, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.