“ყველა პარტიას ჰყავს თავისი ამომრჩეველი და არსებობს ამომრჩეველი, რომელიც ეძებს მომავლის არჩევანს, რომელსაც არ მოსწონს წარსული “ნაციონალური მოძრაობის“ სახით და არ მოსწონს აწმყო დღევანდელი ხელისუფლების სახით. ასეთი ამომრჩევლისთვის ამ ტიპის ერთიანობა საერთოდ არაფრის მომცემია და ტყუილად ნუ ექნებათ პარტიებს იმის ილუზია, რომ ისინი თავის ამომრჩეველს ხმას მიაცემინებენ იმისთვის, ვისზეც თვითონ უნდათ. რეალობაში ასე არ ხდება. ასე, რომ ეს არის აბსოლუტურად ზედმეტი კინკლაობა და მეტი არაფერი. ყველამ თავის თავს მიხედოს.”
გია ხუხაშვილი – ანალიტიკოსი
“ინტერპრესნიუსი”
ანალიტიკოსის შეფასებით, რაც არ უნდა კონსოლიდაცია მოხდეს ოპოზიციის მხრიდან, პირველ ტურში მაინც ვერ მოიგებენ.
ცნობისთვის, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.