ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ბავშვის ცოდვა ყველა იმ ადამიანის კისერზეა, რომელიც გაჩუმდა, რომელიც არ დაეხმარა” – კილაძე 11 წლის მოზარდის თვითმკვლელობაზე

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო კილაძე სოციალურ ქსელში, 11 წლის მოზარდის თვითმკვლელობის შემთხვევას ეხმაურება და პოსტს აქვეყნებს.

როგორც კილაძე აცხადებს, ადამიანები, რომლებმაც იცოდნენ ამ საზარელი ფაქტის შესახებ არ უნდა გაჩუმებულიყვნენ.

“11 წლის ბავშვმა თავი მოიკლა, სავარაუდოდ, მამის მხრიდან სისტემატიური ძალადობის გამო. ძალადობის შემთხვევების არნახული მასშტაბები ცალკე ძალიან დიდი თემაა და ამაზე სხვა დროს. მაგრამ, სად იყვნენ ოჯახის სხვა წევრები: დედა, და, დეიდა, მეზობლები, ახლობლები? რატომ არავის მოუვიდა აზრად ამ ბავშვის დაცვა, როცა ყველამ იცოდა რომ კლავდა შვილს ეს არაადამიანი ცემით? რატომ არ ვგრძნობთ პასუხისმგებლობას სუსტზე, როცა მას ჩაგრავენ? წარმოიდგინეთ, რა გადაიტანა პატარამ, რა ჯოჯოხეთი გამოიარა. ამაზე ფიქრიც კი მზარავს. მე მგონია, იმ საცოდავი ბავშვის ცოდვა ყველა იმ ადამიანის კისერზეა, რომელიც გაჩუმდა, რომელიც არ დაეხმარა პატარას, შველას რომ ითხოვდა.” – წერს სოფიო კილაძე.

შეგახსენებთ, რომ შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით თერჯოლაში მამა დააკავეს.

იტვირთბა....