“ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ გვაქვს დადებითი დინამიკა კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევების მხრივ. სამივე მათგანთან ჩვენ და მათ საბედნიეროდ, გამოჩნდა რქოვანას რეფლექსი და გუგის, რაც იმას ნიშნავს, რომ ნერვოლოგიური სტატუსის მხრივ, დადებითი დინამიკაა, თავის ტვინის დაზიანების კლინიკური გამოვლინება არის ის, რომ სიცოცხლე თავის ტვინში შენარჩუნებულია. სამივე მათგანთან ოქსიგენაციის პარამეტრები გაუმჯობესებულია. ვინარჩუნებთ იმედს, რომ სამივე პაციენტი ჩვენი და მათი ძალისხმევით გადარჩება.”
ლევან რატიანი – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი
ამის შესახებ რატიანმა ჟურნალისტებს შატილში მომხდარი ტრაგედიის დროს დაშავებული ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ 23 აგვისტოს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარისახოში ავარიავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულები პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში რეანიმაცულ განყოფილებაში არიან მოთავსებულები. გარდაცვლილებიდან 16 საქართველოს, ერთი კი – კანადის მოქალაქეა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიკროავტობუსი დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.
მიკორავტობუსი ტურისტულ კომპანია Traveler-ს ეკუთვნის.