ახალი ამბები მთავარი სოციალური ქსელი

“ახლა დაიწყება ჩუმად ლაპარაკი, ფიქრი, ხომ არ სტკიოდათ, ხომ არ იტანჯებოდნენ, სად არიან”- ნანუკა ჟორჟოლიანი

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში შატილის გზაზე მომხადარ ავტოსაგზაო შემთხვევას ეხმაურება:

“ახლა დაიწყება ჩუმად ლაპარაკი, ფიქრი, ხომ არ სტკიოდათ, ხომ არ იტანჯებოდნენ, სად არიან, როგორ გრძნობენ თავს. მერე, ცაში ყურება და ყოველი სიზმრის წინ გიჟური მოლოდინი, რომ ძილში მაინც, რამე ნიშანი მოგცეს. დაიწყება ტანჯვა, ნეტა ექსკურსიაზე არ წასულიყვნენ, ნეტა ცუდი ამინდი ყოფილიყო.. ეს, ნეტა იქნება რომ დატანჯავს ცოცხლად დარჩენილ ოჯახის წევრებს.

ღმერთს ვთხოვ, ოჯახის წევრებს მისცეს ძალა, ტანჯვებს და ტკივილებს გაუძლონ. ამ, ფიქრებს და დარდს. მაგრამ როცა ღმერთს რაღაცეებს ვთხოვ, ვერაფრით ვიგებ, როგორ უშვებს რომ მოძალადე მამა ცოცხალია და 11 წლის ბავშვი მკვდარი. ვერ ვიგებ ასე როგორ ხდება?!

დღეს, გლოვის დღეა და უკვე იმდენი  ვიგლოვოთ, რომ ჭირისუფლების ქვეყანა გავხდით. მე არ ვიცი როგორ უნდა გავიზიაროთ ეს მწუხარებები, მაგრამ იქნებ გვაკმაროს. გვაკმაროს გლოვა!”- წერს ის.

შეგახსენებთ, რომ 23 აგვისტოს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარისახოში ავარიავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულები პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში რეანიმაცულ განყოფილებაში არიან მოთავსებულები. გარდაცვლილებიდან 16 საქართველოს, ერთი კი – კანადის მოქალაქეა.  შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიკროავტობუსი დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

მიკორავტობუსი ტურისტულ კომპანია Traveler-ს ეკუთვნის.

იტვირთბა....