ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

“პაციენტს სახლში უვლიდა მისი და, ისიც კოვიდინფიცირებული”- ეზუგბაია გარდაცვლილ პაციენტზე

თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის ინფიცირებით გარდაცვლილი მე-19 პაციენტი მკურნალობას სახლში გადიოდა და ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებობა. ამის შესახებ ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ეზუგბაიას ცნობით, პაციენტს უვლიდა მისი და, რომელიც თავადაც კოვოდინციფირებული იყო. მისივე თქმით, პაციენტს აღენიშნებოდა მენჯ-ბარძაყის სახსრის მოტეხილობა, იყო ჭარბწონიანი, ამ პრობლემების გამო კი ძალიან დატვირთული ფსიქო-ემოციური სფერო ჰქონდა.

“ამ პაციენტს აღენიშნებოდა მენჯ-ბარძაყის სახსრის მოტეხილობა, იყო ჭარბწონიანი. ამ პრობლემების გამო, ძალიან დატვირთული ფსიქო-ემოციური სფერო. პაციენტი მეთვალყურეობდა ბინაზე. მას უვლიდა მისი და, ისიც, ასევე, კოვიდინფიცირებული. მათი მეთვალყურეობა ხდებოდა ჩვენს მიერ. უშუალოდ, მე მქონდა კომუნიკაცია პაციენტის დასთან და დღის განმავლობაში რამდენჯერმე დგებოდა ჩვენი საუბარი,”- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ამასთან, ეზუგბაიას ტქმით, დაავადება ორივესთან  მიმდინარეონდა მსუბუქად, თითქმის უსიმპრტომოდ, მაგრამ განვითარდა ცხიმოვანი ემბოლია, რამაც გარდაცვალების მიზეზი გამოიწვია.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის ინფექციით 19 პაციენტი გარდაიცვალა. ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულთა რიცხვი 1 429-ს შეადგენს, გამოჯანმრთელდა 1150 ადამიანი.

 

 

იტვირთბა....